Friday, November 21, 2014

კნოსოსი მშვენიერია სანახავად, მაგრამ მისი აღმოჩენის ისტორია უფრო მშვენიერია,
ძ.  წ.  II ს კრეტა მივარდნილი კუნძული იყო ბერძნულენოვანი მოსახლეობით, რომელსაც არ მიუღია დიდი მონაწილეობა ბერძენ - სპარსელთა ომში, მთავარი ქალაქები იყო გორკინა, კიდონია და კნოსოსი, რომლებიც ხშირად ეომებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ 220 წ კნოსოსმა გააერთიანა კუნძული, უძველეს დროში კრეტაზე 90 ქალაქი ყოფილა, დედაქალაქი იყო კნოსოსი სადაც 9 წელი მეფობდა მინოსი, მას ჰყავდა ფლოტი და კონტროლს უწევდა საბერძნეთის წყლების უდიდეს ნაწილს, იგი მართავდა  კიკლადებს (ასე უწოდებდნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებს) და იყო მათი I კოლონიზატორი, სადაც აყენებდა მმართველებად თავის ვაჟებს, როგორც ჩანს მან გაწმინდა ზღვა მეკობრეთაგან რათა  დაეცვა თავის ავლადიდება, ვინ იყო მინოსი, როდის მეფობდა იგი, რეალური პიროვნება იყო თუ ფანტაზიის ნაყოფი, ისტორიკოსი თუკიდიდე მას რეალურ პიროვნებად მიიჩნევდა, კუნძული მთაგორიანი იყო, მითის მიხედვით ერთერთ მთაზე ზევსი დაბადებულა, ხოლო ერთერთი მითის მიხედვით,  რომელსაც თეზეოსის და მინოტავრის ლეგენდა ეწოდება მინოსის მეუღლეს პასიფეას  სექსუალური დაუკმაყოფილებლობა სჭირდა, თავისი ვნების დასაკმაყოფილებლად მან უბრძანა ხუროთმოძღვარ დედალოსს გაეკეთებინა ძროხის ქანდაკება, რომელშიც იგი უნდა შემძვრალიყო და დაეჭირა
სქესობრივი კავშირი ხართან, ამ გზით იშვა მინოტავრი, ნახევრად კაცი, ნახევრად ხარი, ურჩხული, რომელიც მინოსს დამწყვდეული ჰყავდა ლაბირინთში თავისი სასახლის ქვეშ, იმ დროს მინოსი  მბრძანებლობდა არა მხოლოდ კუნძულებზე, არამედ საბერძნეთის ხმელეთის ნაწილზეც, ათენიც კი ხარკს უხდიდა მას ყოველწლიურად 12 ჭაბუკი და ქალიშვილი იგზავნებოდა ათენიდან კნოსოსში
მინოტავრისთვის შესაწირად (მინოსი ადამიანებით ჰკვებავდა მინოტავრს), ლაბირინთი იმდენად დახლართული იყო თავისი მიხვეულ - მოხვეული გვირაბებით, რომ მასში შესული კაცი უკან ვეღარ  გამოაგნებდა გზას დახმარების გარეშე, ლაბირინთის სიღრმეში კი მოჩანდა  ურჩხული - კურო, ასობით ადამიანი დაიღუპა ამრიგად სანამ ათენის სეფეწული თეზეოსი არ გააგზავნეს მინოტავრისთვის შესაწირად, იგი შეუყვარდა მინოსის ასულ არიადნეს, რომელმაც მისცა მას ძაფი - გასაღები, თეზეოსმა დაამაგრა ძაფის ერთი ბოლო კარებზე, თან გაიყოლა იგი და შევიდა ლაბირინთში, მან იპოვა მინოტავრი და ხელით დააღრჩო იგი, შემდეგ გამოჰყვა ძაფს და გამოვიდა გარეთ, XIX ს კრეტას ეწვია გერმანელი მილიონერი ჰაინრიხ შლიმანი, რომელიც კარგად იცნობდა ბერძნულ მითებს, მითებმა აპოვნინეს მას ჰომეროსისეული ოქროს მიკენი, რომელიც მართლაც ოქროში ცურავდა,  აგამემნონის ციტადელთან  ნაპოვნ სამარხებში აღმოჩნდა დიდი განძი, საჭურვლისა და ოქრო - ვერცხლისა, გერმანელი მეცნიერები დასცინოდნენ შლიმანს, ვინაიდან ჰომეროსის პოემებს მითებად  სთვლიდნენ, მათ ჯიბრზე შლიმანი შეევაჭრა კრეტელ მიწათმფლობელს რათა დაესაკუთრებინა მიწა, რომელზედაც ერთ დროს იდგა კნოსოსი, მაგრამ გარიგება ჩაიშალა, შლიმანი გაბრუნდა უკან და მალე  გარდაიცვალა, ერთ ხანს ამოუხსნელი დარჩა კეფალას დიდი ბალახიანი ყორღანის საიდუმლო კნოსოსში, შემდგომში 1890 წ კრეტას ეწვია სერ არტურ ევანსი, დიდი ინგლისელი მეცნიერი, ნუმიზმატიკის სპეციალისტი, რომელიც კარგად იცნობდა კრეტას, მან მოიარა კუნძული 1893 წ  თავის მეგობარ ჯონ მირესთან ერთად, იგი შლიმანივით მდიდარი იყო, თუმც მიწაში ჩაფლული სიდიადის საძებნელად როდი ეწვია კნოსოსს,  არამედ მცირეზე მცირე ნივთის საძებნელად, რომელიც 1 გროშის სიდიდისა იყო და რომელზეც უნდა ყოფილიყო გამოსახული პაწაწინა სიმბოლოები, რომელთა დანახვაც შეიძლებოდა მხოლოდ გამადიდებელი შუშით, ევანსი შეპყრობილი იყო იმ იდეით, რომ ევროპის კონტინენტზე ერთ დროს არსებობდა სურათოვანი დამწერლობის სისტემა, რომელიც სავსებით არ ჰგავდა ეგვიპტურ  იეროგლიფებს, ათენის სიძველეთა ფარდულებში იგი და მირესი წააწყდენ უმცირეს მძივ - ბეჭდებს, რომლებზედაც უცნაური პაწაწინა გამოსახულებები იყო და რომლებიც ევანსმა ჩათვალა დამწერლობის სიმბოლოებად, გამყიდველებმა თქვეს, რომ ეს ბეჭდები, რომელსაც ჰქონდათ ძაფის გასაყრელი ნახვრეტები კრეტიდან იყო ჩამოტანილი, სადაც გლეხის ქალები ყელსაკიდად ხმარობდნენ ამ სარძევე ქვებს, ვინაიდან  მათი რწმენით ისინი რძეს მატებდნენ მეძუძურებს, ევანსს გაგონილი ჰქონდა, რომ კნოსოსში მოყვარულმა არქეოლოგებმა იპოვეს თიხის დაფები მსგავსი ნიშნებით, ამიტომაც მან შეისყიდა მამული კნოსოსში და დაიწყო გათხრები, იგი არ დაყრდნობია არც ჰომეროსს და არც მეფე მინოსის გარშემო არსებულ ლეგენდებს, მან მალე აღმოაჩინა ასობით დაფა ვიწრო და გრძელ ქვის საწყობებში შენახული, თუმც მან კიდევ უფრო დიდი  რამ აღმოაჩინა, ეს საწყობები წარმოადგენდნენ ნაწილს უშველებელი კომპლექსური შენობებისას, დარბაზების, დერეფნების, კიბეების ნამდვილი ლაბირინთისას, სვეტებიანი გალერეებისას რომელთა  მსგავსი მას არსად ენახა გარდა მიკენის ციტადელისა სადაც შლიმანმა აღმოაჩინა სამარხები, დათარიღებული ეგვიპტური ნივთების მიხედვით, რომლებიც დამარხულნი იყვნენ კნოსოსის სასახლის ქვეშ  ევანსი მიხვდა, რომ ეს სასახლე გაცილებით ძველი იყო მიკენზე, რომელიც დაახლოებით ძ წ 1200 წლით იყო დათარიღებული, კნოსოსის ზოგიერთი ნაწილი ძ წ 3 000 წლით თარიღდებოდა, ზოგი კი უფრო უადრესი ხანით, ევანსი კრეტაზე ჩამოვიდა დამწერლობის სისტემის გასაშიფრავად, 1 თვის შემდეგ კი დარწმუნდა, რომ მან  აღმოაჩინა დღემდე უცნობი ცივილიზაცია, მეფე მინოსი დღეს უკვე აღარ არის ლეგენდა, იგი რეალობაა, ევანსი წერდა  «მართალია რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ნანგრევთა ნანგრევია, ალბათ მთლიანობაში წესისა და ორგანიზაციის მიხედვით ინსპირირებულია მინოსის სულით და დიდი ხუროთმოძღვრის დედალოსის ხელოვნებით,
ჩვენს წინაშეა სანახაობა, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად ამისა სასახლე არ ახდენს უეცარ მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას პირამიდების მსგავსად»,
მინოსის სასახლე ტაფობშია ჩაფლული, სასახლე ბორცვზე დგას, ნანგრევები 2000  წლისაა, ჩანს ყორე კარგად გათლილი ქვისა, მის მარჯვნივ ჩრდილო - დასავლეთის ფართო ეზოა და სასახლეში შესასვლელი, ამ მონუმენტურ გალერეაში, რომლის კოლონებიც უცნაურად ვიწროვდება ძირისაკენ, დაინახავთ ადამიანის ფიგურას კედელზე გამოსახულს, ეს არის კაფანდარა, ტანწერწეტა ჭაბუკი, რომელსაც მხრებამდე სცემს შავი კულულები, როგორც სჩანს იგი ხმელთაშუა ზღვის მოდგმისაა და არა ბერძნულისა, იგი პროფილშია მოცემული ეგვიპტურ ფრესკასავით, მაგრამ იგი არ არის ეგვპტელი, არც ჰიტიტი და არც სირიელი, ევანსის აღმოჩენამდე არც ერთ არქეოლოგს არ უნახავს მსგავსი გამოსახულება კაცისა ევროპაში, მძლავრი გადაშლილი ბეჭები, მაღალი კონუსისებრი რიტონი (სასმისი) აღუპყრია მას რიტუალურ პოზაში,  პატარა ხელები, გამოკვეთილი დაძაბული კუნთები მკლავისა, ძალოვანი ბარძაყები, რომელზედაც შემოტმასნილია ვიწრო  ქვედა კაბა მდიდრულად შეფერადებული, აი ეს არის დღეისთვის სახელგანთქმული მინოსური ფრესკა მერიქიფე, ეს სამწდეური  რიტონი საოცრად ჩამოჰგავს ქართულ ყანწს, ხოლო მერიქიფე ქართულ ანთროპოლოგიურ ტიპს, როგორც ავღნიშნეთ მინოსელები ეკუთვნიან ხმელთაშუა ზღვის აუზის არაინდოევროპულ ხალხთა მოდგმას,  რომელიც თავისი წარმოშობით პროტოკავკასიურ, პროტოქართველურ მარის ტერმინოლოგიით იაფეტურ მოდგმას უკავშირდება, არაინდოევროპელი ხალხები ამ ეპოქაში ხშირად  განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ და გავლენას ახდენდნენ ინდოევროპელებზე, ეს ფიგურა არის უშესანიშნავესი ნიმუში მიკენური ხანისა, რაც კი  დღემდე გამოვლენილა, მიკენური ეწოდება პრეისტორიულ კულტურას ძ წ 1500 - 1200 წ, რომელსაც ახასიათებს უაღრესად ინდივიდუალური სტილი ხელოვნებასა და არქიტექტურაში, რომელიც აშკარად გამომდინარეობს ნაწილობრივ  კრეტის მინოსური ცივილიზაციისგან, (მიკენი ადგილის სახელწოდებაა პელოპონესში), მერიქიფე გასაღებია კნოსოსისა, მის შემდეგ ჩანს შროშანისგვირგვინოსანი სეფეწული დიდი კიბის თავზე და ბოლოს დიდი სტენდის ფრესკა, რომელზედაც გამოსახულნი არიან ელეგანტური მინოსელი ტანწერწეტა  ქალები გაშლილი  ქვედა კაბებით და დახვეული კულულებით, თქვენთვის საცნაური ხდება პროდუქტები ცივილიზაციისა, რომელმაც ძ წ XVI ს უკვე განვლო თავისი ზენიტი და დაადგა დაკნინების გზას, ეს  მიძინებაში შევიწროვებული კოლონები ესოდენ დამახასიათებელი მინოსური არქიტექტურისთვის გვაგონებენ ტორსს მერიქიფისას ფართო მხრებიდან წერწეტ წენამდე, მინოსელ ქალთა ფრიალა კაბებიც იგივე  სამკუთხედებს ქმნიან, ოღონდ გადაბრუნებულს, ამ ქალების გაშიშვლებული, გამოკვეთილი ძუძუ - მკერდი ხელოვნურად შევიწროვებულ წელს ზემოთ გვიჩვენებს ქალური საწყისის, დედამიწის  ქალღმერთის დომინირებას, გავიხსენოთ ქართული სიტყვა დედამიწა, მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ თვით ზევსი, რომელიც ბერძენთა  რწმენით იშვა კრეტაზე იდას მთის გამოქვაბულში რეამ  შვა, ქალღმერთმა დედამიწამ,  როდესაც მინოსელებმა ააგეს თავიანთი სასახლე ძ წ 2000 წ წინ მაშინ ბერძნები ჯერაც არ იყვნენ მოსული თავიანთი მამრი ღმერთებითურთ, კრეტის უმთავრესი ღვთაება რომელიც  ევანსმა ჰპოვა ქვებზე ამოტვიფრული და რომლის პაწაწინა გამოსახულებებიც აღმოაჩინა იყო აზიის დედა - ქალღმერთი, ხელებზე გველებშემოხვეული, რომელნიც წარმოადგენდნენ მის ემბლემას, უცნაურია სურათი, რომელსაც ევანსმა უწოდა დიდი სტენდის ფრესკა, იგი ასახავს ხალხის სიმრავლეს, რომელიც რაღაც სანახაობას უყურებს, წინა მხარეს რელიგიური საკურთხევლის გარშემო დგანან ქალები,  მათი შავი დახვეული თმა შემკულია ნაირგვარი სამკაულებით, სახელოებზე ბაფთები აქვთ, წვივებზე შემოჭერილი არშიებიანი კაბები არ ფარავენ ძუძუ - მკერდს, კრეტის არტისტული ტრადიციის შესაბამისად  ისინი მუდამ ფერმკრთალნი არიან, ხოლო მამაკაცებს მუდამ  მუქი კანი აქვთ, მაგრამ ყველაზე უფრო განსაცვიფრებელია მაინც ქალების უდარდელი, მხიარული პოზა, ხელოვანმა დაიჭირა ისინი ისეთ  მომენტში, როდესაც ურთიერთშორის ლაპარაკობდნენ, არაფრით გვანან ისინი კლასიკურ ბერძენ და რომაელ ქალებს, რომელნიც მუდამ მამაკაცისადმი არიან დაქვემდებარებულნი, ამ ფრესკაში მინოსელი  მამაკაცები უხეშად არიან მიყრილნი სურათის ფონზე, როგორც ანონიმური პირის სახეები და თვალები, მხოლოდ ქალები არიან დახატულნი დიდი სიყვარულით და გულმოდგინებით,  ჩრდილოეთის გალერეაში ზღვის კარიბჭის შიდა კედელზე ფერადი ფრესკაა, რომელზეც მკვეთრი ფერებით არის გამოხატული მეწამული აშვებული ხარი, რომელიც თავჩაქინდრული ჩასცქერის ლურჯ მიწას, ფრესკის  დიდი ნაწილი დაზიანებული იყო როცა ევანსმა აღმოაჩინა, მისი ნარჩენი ამჟამად ჰერაკლეონის მუზეუმში ინახება, სურათის რეკონსტრუქცია ეკუთვნის შვეიცარიელ მხატვარს გილიერონს, რომელიც  ეხმარებოდა ევანსს, გალერეაში სეფე - დარბაზში სხვა ფრესკებიცაა, აქედან ერთერთზე გამოსახულია გავეშებული ხარი ღია ცისფერ ფონზე, პირუტყვს უკან დგას კაფანდარა ფიგურა მოკლე მინოსურ ქვედა კაბაში წელს ზემოდ  გაშიშვლებული, ასეთივე ფიგურა წინ უდგას ხარს მის რქებში ხელებჩავლებული თითქოს, თავდაპირველად მამაკაცებად მოგეჩვენებათ ისინი, მაგრამ მათი სიფერმკრთალის მიხედვით ცხადი ხდება, რომ  ეს ასულების ფიგურებია, ხარის ზურგზე მეორე ფიგურა დგას თავდაყირა, ეს უკვე მუქკანიანი მამაკაცია, იგი მალაყს გადადის ხარის ზურგზე და მზად არის მკლავებში ჩაუვარდეს ხარის უკან მდგომ ასულს, რომელიც დგას  მკლავგაშლილი რათა დაიჭიროს იგი, როგორც ჩანს ამ სანახაობას უცქერდა ხალხი დიდი სტენდის ფრესკაზე გამოსახული,
გალერეიდან ჩამოსულნი შედიხართ კნოსოსის სასახლის გულში მისტერიულ და ოდნავ ავბედით სეფე - დარბაზში, ეს არის საუკეთესო პუნქტი საიდანაც შეიძლება დაწყება მთელი სასახლის დათვალიერებისა, მისი 3  კედლის გასწვრივ ქვის სკამებია დატანებული, ცენტრში დგას ქვის სავარძელი მაღალი ტალღისებრძგიდეებიანი ზურგით, ეს არის ევროპის უძველესი ტახტი, სასახლეში ვერსად შეხვდებით წარწერებს, მაგრამ  თითქმის ფაქტია, რომ ეს იყო საბჭო დარბაზი მეფე - ქურუმის მინოსისა, ღირსშესანიშნავი მსგავსებაა შუა საუკუნეების ტაძრების მთავარ შენობებთან, თუმც იგი დაახლოებით 1400 წლით უფრო ძველია  ვიდრე რომელიმე უძველესი ქრისტიანული ტაძარი, სამეფო ტახტის გარშემო კედლებზე ფრესკებია გრიფონების გამოსახულებით, რომელთაც ლომის ტანი აქვთ და ფრინველის თავი, ტახტის პირდაპირ ოთახის მეორე მხარეს ოთკუთხა ორმოა, რომელსაც  ვუახლოვდებით კიბეებით, თავიდან ევანსს ეს აბანო ეგონა, მაგრამ არსად სჩანდა მილი, მინოსელები რომლებიც დახელოვნებული ჰიდრავლიკოსი ინჟინრები იყვნენ მოახერხებდნენ მილების შემოყვანას,  ასე რომ როგორც სჩანს ეს ორმო სხვა დანიშნულებისა იყო, შემდგომში ევანსმა აღმოაჩინა სასახლის სხვა მის მახლობელ ვილებში მსგავსი ორმოები, რომელთაგან ზოგიერთის ცენტრში იყო სვეტები, ამ სვეტებზე ორმაგი ცული იყო ამოკვეთილი ბერძნულად ლაპრის  და მან დაასკვნა, რომ მიწისქვეშა ოთახებს ჰქონდათ რელიგიური დანიშნულება მიწის ღვთაებასთან დაკავშირებული, სეფე დარბაზი იხსნება დიდი ეზოს დას მხარეს, როდესაც კაცი ამოდის ამ ჩაბნელებული სენაკიდან მზის სინათლე ირეკლება ყინულივით თეთრ თაბაშირის ქვაფენილზე, კრეტაზე მზე ისევე აცხუნებს, როგორც  ეგვიპტეში, მაგრამ რამდენადაც ეგვიპტის ჰაერს მუდამ უდაბნოს სუნი უდის კრეტას ჰაერი მუდამ სუნთქავს მთებისა და ზღვის ამო სურნელით, კრეტა სულ რამდენიმე ასეული მილითაა დაშორებული ეგვიპტისგან, ხოლო მინოსელებს ჰქონდათ კულტურული ურთიერთობა ძველ ეგვიპტელებთან, თუმც ეგვიპტის გავლენის თითქმის არავითარი კვალი არ სჩანს  კნოსოსში, შესაძლოა მისი უადრესი მკვიდრნი აფრიკიდან და აზიიდან იყვნენ მოსულნი, მაგრამ მინოსის სასახლე აღმოსავლეთი როდია, არამედ დასავლეთი, მისი სული ევროპულია, ამასთან იგი 4000 წლისაა,  სასახლე აგებულია წაგრძელებულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც ეშვება აღმოსავლეთით პატარა მდინარისაკენ, რომელსაც უწოდებენ კაირატოსს, ამ ლანდშაფტმა უკარნახა არქიტექტორს ფორმა სასახლისა, დიდი ეზო  ბორცვის ცენტრშია, იგი გარშემორტყმული იყო ადმინისტრაციული და რელიგიური შენობებით, რომელთაც რამდენიმე სართული ჰქონდათ, აღმ მხარეს როგორც სჩანს იყო სარეზიდენციო ნაწილი, შენობები ეშვება დაღმართზე ველისაკენ, მათკენ მივყავართ დიდ კიბეს, ხუთრიგიანს, ეს დიდებული კიბე აღადგინა ევანსის არქიტექტორმა  ქრისტიან დოლმა, კიბე დამსხვრეული იყო ვინაიდან მისი ხის საბჯენები დამპალიყო, ერთმანეთზე ეყარა მისი საფეხურებიც და მთიდან ჩამორეცხილი თიხით იყო დაფარული, აღდგენისას ხის სვეტები შეცვალეს  კამეჩისტყავისფრად შეღებილი ბეტონის სვეტებით, რაც ორიგინალის იმიტაცია იყო, როგორც ამბობენ ევანსმა სასახლის აღდგენაზე დახარჯა 250 000 გირვანქა სტერლინგი, ერთერთ დარბაზთაგანს სადაც შემორჩენილია ფრესკები ევანსმა უწოდა დედოფლის მეგარონი (ჰოლი)  დეკორაციის ფემინური ხასიათის გამო, აქ ყველაფერი გრაციაა და სიმსუბუქე, კედლების გასწვრივ აქაც  დაბალი ქვის სკამებია, კედლებზე ხალისიანი ფრესკებია ბუნებისმიერი სცენებით, მუქლურჯი დელფინები ზღვაში, ვარსკვლავ - თევზები, ცხვირწამახული ზღვის ვარდები, ყოველივე ეს რეალისტურად არის  გამოსახული და ჰარმონიულად ეთანხმება დეკორატიულ სქემას, ევანსმა აღმოაჩინა აგრეთვე სათამაშო მაგიდა, სასახლეში აღმოჩენილია აბაზანა და მატერკოზეტი, აბაზანა იყო დედოფლის მეგარონთან პატარა ოთახში და მის მახლობლად ტუალეტი, რომელსაც ჰქონდა წყალგაყვანილობის სისტემა, ეგვიპტელთაგან განსხვავებით რომელთა ქვეყანამაც თითქმის არ იცის  წვიმა მინოსელ არქიტექტორთ ანგარიში უნდა გაეწიათ კრეტული ზამთრისათვის, რომლის დროსაც ხშირია კოკისპირული წვიმები,  ფართო ვერტიკალური მილები სქელ კედლებში დატანებულნი უკავშირდებიან რთულ სისტემას ვეება ხვრელებისას, უფრო მცირე ხვრელები გაკეთებული იყო ტერაკოტის მილებისაგან, რომელთა სექციებიც მეცნიერულად  იყო დამუშავებული, ისინი იხსნებოდნენ და იკეტებოდნენ, ალაგალაგ ოდნავ ვიწროვდებოდნენ რათა ბიძგი მიეცათ წყლისთვის და განედევნათ ნალექი, ეს მილები ნაგებობის უძველეს ნაწილს ეკუთვნიან ძ  წ 2 000 წ, ღირსშესანიშნავია აგრეთვე წყლის ღია არხები, რომელნიც ჩასდევენ კიბეს სასახლის ჩრდ - აღმოსავლეთით, უერთდებიან ცენტრალურ ეზოს და ჩადიან მდინარესთან, კიბე დაქანებულია და მისი ჯერები სწორ  კუთხეებს ქმნიან, წყლის არხები რომ ბრტყელი ყოფილიყო წყალი ერთბაშად ჩაეშვებოდა ქვევით და მიაწყდებოდა კუთხეებს, ამიტომ მინოსელებმა გააკეთეს პარაბოლური ხვეულები დაქანების  ნატურალური პარაბოლების შესაბამისად, ამის შედეგად წყალი სერიებად ვარდებოდა ქვემოთ, მისი ვარდნის სისწრაფე ერთიორად ნელდებოდა, ნალექი გროვდებოდა სპეციალურ გუბეებში ასე, რომ წყალი კიბის  ბოლოში გაწმენდილი და სახმარად ვარგისი იყო, აქვე იყო ქვის აუზები, კნოსოსის სასახლის კედლებზე წარწერები არ ჩანს, თუმც ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრეტელებს დამწერლობა არ ჰქონოდათ, შესაძლოა თეზევსის და მინოტავრის ლეგენდა შეიცავდეს სიმართლის მარცვალს,  რადგან ხარის კულტი იყო გულისგული კრეტის რელიგიური მისტერიებისა, რაც შეეხება მინოსის სახელს შესაძლოა ეს სახელი ფარაოს მსგავსად აღნიშნავდეს მეფეთა მთელ დინასტიას, არსებობდა არქიტექტორი დედალოსიც, მისი ნამუშევარი ჩვენს თვალწინაა, მინოტავრი შესაძლოა  მითიური იყოს, მაგრამ აშკარად არსებობდა კრეტული რელიგიური კულტი ხართან, კუროსთან დაკავშირებული ნაყოფიერებისა და ძალმოსილების ემბლემასთან, რაც შეეხება კეთილშობილ ქალწულებსა და  ჭაბუკებს, რომელთაც ხარკის სახით აგზავნიდა ათენი კრეტაზე იქნებ არსებობს რაიმე კავშირი იმ ლეგენდასა და ამ ახალგაზრდა მდედრობით და მამრობით ტორეადორებს შორის, რომელნიც ცდიან  თავიანთ თავგანწირულ ხელოვნებას მინოსურ ფრესკებზე,  რაც შეეხება ლაბირინთს მის ასახსნელად არსებობს 2 სავარაუდო გასაღები, ერთია სიტყვა ლაბირინთი, ორპირი ცული ემბლემა, რომელიც ხშირად გვხვდება კრეტაზე, მეორე კი ზეპირი გადმოცემაა, ევანსი აღნიშნავს თავის მინოსის სასახლეში, რომ მინოსური ცივილიზაციის დაცემის შემდეგ დაახლოებით ძ წ 1400 წ დორიელი დამპყრობლები მოვიდნენ  საბერძნეთიდან და გააიგივეს ლაბირინთი იმ ღრმამიწისქვეშა ხვრელებთან, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, სხვა გასაღები უცნობია ჩვენთვის, შესაძლოა ხარის კულტი კრეტიდან გადავიდა ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებში, იქნებ ესპანური ბრძოლა ხართან, რომლის მოდიფიცირებული ფორმა პროვანსშიც გვხვდება ამ კულტის გადმონაშთი იყოს, სწორედ ესპანეთია სამშობლო უკიდურესად ეროტიული ცეკვის ფლამენგოსი, რომლის მოცეკვავე ქალთა არშიებიანი კაბები და წერწეტი წელი საოცრად ჰგავს მინოსურ ფრესკაზე გამოსახულ ქალებს და გასაოცარია ისიც, რომ თურმე მოცეკვავის ხელების გრეხა და ტრიალი არის იმიტაცია გველის გრეხისა,  კრეტის მთავარი ღვთაება კი იყო ღმერთქალი გველი.

1 comment: