Friday, November 21, 2014

შედეგები

                                                           რაიხის საჰაერო-სადესანტო ჯარები გერმანიაში ელიტარულ ნაწილებად ითვლებოდა. მათ თავიანთი შესაძლებლობები კრეტას აღებისას წარმოაჩინეს, თუმცა წმინდა ტექნიკური მიზეზების გამო, რაც ამ ელიტარული ნაწილების შეიარაღებასთან ერტად დესანტირებაში გამოიხატა, გერმანელმა პარაშუტისტებმა კრეტაზე კატასტროფული დანაკარგები განიცადეს (გადასხმული ძალების 40%).
კრეტას გამოცდილებიდან გერმანელებმა მრავალი სწორი დასრკვნა გამოიტანეს და ერთი მათგანი სწორედ შეიარაღებულ მედესანტეთა გადასხმის აუცილებლობაში მდოგმარეობდა და არა ისე, როგორც ეს კრეტაზე მოხდა, როდესაც პარაშუტისტები პრაქტიკულად უიარაღოდ ხტებოდნენ (მხოლოდ ყოველ მესამე-მეოთხეს ჰქონდა პისტოლეტი და მეათეს - პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. დანარჩენები დანებით იყვნენ შეიარაღებულნი, რის გამოც კრეტაზე მებრძოლი ბრიტანელი ჯარისკაცები, ბევრად უფრო შორსმსროლელი შაშხანებისა და ტყვიამფრქვევების წყალობით, უიარაღო გერმანელ მედესანტეებს იარაღების კონტეინერებთან, უბრალოდ, არ უშვებდნენ), ხოლო კონტეინერები მათთვის განკუთვნილი შეიარაღებით თვითმფრინავებიდან ცალკე იყრებოდა.
გადაწყდა მედესანტეთათვის ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც ერთმანეთში გააერთიანებდა კომპაქტურობას, ცეცხლის მაღალ სიზუსტესა და სიხშირეს და ვარგისიანობას ხელჩართული ბრძოლისათვის: "ერთ იარაღში უნდა გაერთიანდეს ხელის შტუცერი (ყუმბარმტყორცნი) პისტოლეტის ტარით, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, შაშხანა და ხელის ტყვიამფრქვევი, თანაც ნიმუშის წონა შაშხანა "მაუზერ"-98k-ს უნდა უტოლდებოდეს" - კურტ შტუდენტი.
"ლიუფტვაფემ" შეკვეთა ორ ფირმას - Rheinmetall-Borsig-ს და Krieghoff-ს მისცა. გამოცდებისას გარიკვა, რომ "რაინმეტალის" კონსტრუქცია, რომლის ავტორიც ლუის შტანგე იყო (ლეგენდარული MG-34-სა და MG-42-ის ავტორი) უკეტესი იყო და "ლიუფტვაფემ" ის ირჩია.
პირველი ნიმუშის დაახლოებით 1000 ცალი FG-42 დამზადდა, რომელთა ექსპლუატაციისას აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორების შედეგად გადაიხედა შაშხანის კონსტრუქცია და გამოვიდა გაუმჯობესებული ვარიანტი: მათ შესაბამისად FG-42-1-ით და FG-42-2-ი აღნიშნავენ. მეორე ვერსია დაახლოებით 5000 ცალი დამზადდა.
როგორც ყველა სახის გერმანული ნაწარმი, FG-42-იც მაღალტექნოლოგიური, ტექნიკურად სრულყოფილი და მოწინავე იარაღი იყო, თუმცა მასიური წარმოებისათვის არ გამოდგებოდა კონსტრუქციული სირთულია და დამზადების შრომატევადობის გამო. აქედან გამომდინარე, დიდი იყო მისი ფასიც.                                           

No comments:

Post a Comment